საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ავსტრიის მთავრობის მიერ მიღებული ახალი ზომები!!!

ყურადღება!!!

 

გაგაცნობთ კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებით, ავსტრიის მთავრობის მიერ დამატებით მიღებულ ზომებს:

-17 მარტიდან ძალაში შევა რეგულაციები, რომლებიც გულისხმობს სპორტული და სათამაშო მოედნების, ისევე როგორც, რესტორნების, კაფეებისა და ბარების დახურვას.

- არსებულ შეზღუდვებზე დამატებით, 17 მარტიდან საავიაციო მიმოსვლა შეწყდება ნიდერლანდებთან, რუსეთთან, უკრაინასთან და დიდ ბრიტანეთთან.

- შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით, ტიროლის რეგიონის ტერიტორიაზე იკრძალება გადაადგილება. მოსახლეობას ეკრძალება სახლების დატოვება, გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა.

- კარანტინი გამოცხადდა Kärntnen-ის რეგიონში მდებარე დასახლება Heiligenblut-ში.

- ავსტრიის მთავრობა მოუწოდებს მოსახლეობას, მოექცნენ თვითიზოლაციაში და ნუ დატოვებენ სახლს განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა. ეს აუცილებლობა შესაძლოა იყოს შემდეგი სახის:

1. სამსახურებრივი აუცილებლობა

2. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტების შეძენა

3. სხვა ადამიანების დახმარება, რომლებსაც ეს თავად არ ძალუძთ

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გაითვალისწინოთ ადგილსამყოფელი ქვეყნის ოფიციალური უწყებების რეკომენდაციები. ვირუსის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დარეკეთ ნომერზე 1450

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ https://www.sozialministerium.at/Informationen-zum-Coronavirus/Neuartiges-Coronavirus-(2019-nCov).html?fbclid=IwAR2d0xzS3AaRVjXEdZ1-huDI4eMAaoyjun2f572W0TMivDP7CjcIgJowrTY  

საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდით საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომრებზე:     

+ 43 676 3358590     +43 676 6246194