საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ყურადღება!!!

გაგაცნობთ ავსტრიის მთავრობის მიერ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შემოღებულ დამატებით ზომებს:

 

- 16 მარტიდან რესტორნები, კაფეები, ბარები იმუშავებენ მხოლოდ 15:00 საათამდე.

- სუპერმარკეტები, აფთიაქები, ბანკები, ფოსტა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ბენზინგასამართი სადგურები განაგრძობენ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას.

- არსებულ შეზღუდვებზე დამატებით, 16 მარტიდან შეწყდება საავიაციო მიმოსვლა შვეიცარიასთან, საფრანგეთთან ესპანეთთან. გაძლიერდება სახმელეთო კონტროლი შვეიცარიასთან და ლიხტენშტაინთან.

- კარანტინი ცხადდება ავსტრიის სამთო კურორტებზე St. Anton am Arlberg  და Tiroler Patznauental.ავსტრიის მთავრობა მოუწოდებს უცხოელ სტუმრებს, დატოვონ ეს ტერიტორიები და დაბრუნდნენ სამშობლოში.

-კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გაითვალისწინოთ ადგილსამყოფელი ქვეყნის რეკომენდაციები. საჭიროების შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე 1450

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომრებია

+ 43 676 3358590     +43 676 6246194